ირაკლი ღარიბაშვილი „სოკარის“ პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სოკარის“ პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს. მხარეებმა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სოკარი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ,,სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამედოვი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები