ნინო ბურჯანაძე: ფაქტია, რომ ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და აღარასდროს გახდება უკრაინის

ფაქტია, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და აღარასდროს გახდება უკრაინის ნაწილი, – ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “განაცხადა.
“მსოფლიო წესრიგი ძალიან ბევრჯერ და ძალიან ბევრი სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში ირღვევა და არა მარტო ყირიმში. დღეს არის ფაქტი, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და აღარასდროს გახდება უკრაინის ნაწილი. უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის გარკვეული ხელშეწყობითაც ისეთი რადიკალური და პრინციპული შეცდომები დაუშვა უკრაინასთან მიმართებაში, რომ სწორედ ამას მოჰყვა ყირიმის მოვლენები. დღეს ფაქტია, რომ ყირიმი საერთოდ დაივიწყა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ნუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, თუ რა არის ჩვენთვის სასურველი, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს, რა გვინდა და რა არ გვინდა, არსებული რეალობებიდან გამომდინარე, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დღეს არის ფაქტი, რომ არც ერთი სახელმწიფო აღარ ლაპარაკობს ყირიმზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები