მექსიკაში რადიოაქტიური მასალები მოიპარეს

მექსიკის 5 შტატში ერთდროულად განგაში გამოცხადდა რადიოაქტიური მასალების გატაცების გამო. ბოროტმოქმედებმა რადიოაქტიური მასალებით დატვირთული კონტეინერი ტაბასკოს შტატში გაიტაცეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, საუბარია „ირიდიუმ – 192“-ზე. ის სპეციალური დამცავი საშუალებების არმქონე ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ მისი აღმოჩენის შემთხვევაში ხელისუფლება მოუწოდებს მპოვნელს, უმალვე შეატყობინოს პოლიციას. მექსიკაში რადიოაქტიური მასალები ადრეც გაუტაციათ, ერთ-ერთ შემთხვევაში კონტეინერთან კავშირის შედეგად თავად ბოროტმოქმედები დაზარალდნენ, მათ დასხივება მიიღეს და სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები