“საქართველო თავის წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში”

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა რეგიონში და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად თავის წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, თუ რამხელა როლი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის პარტიორებთან ერთად თავის წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა რეგიონში და მეტად მნიშვნელოვანია, რომ აქ უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იყოს დაცული”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები