დავით ბაქრაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 15 აპრილს, უნგრეთში, ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა. მინისტრის აპარატის ინფრომაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა სამიტის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული რეფორმებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ადეკვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში.
თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული შედეგები და დაადასტურა უნგრეთის ხელისუფლების მზაობა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხადაჭერის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები