აშშ-მ კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-ს გადაწყვეტილებას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან მისი ამოღების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბის ლიდერთან რაულ კასტროსთან პანამაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. ახლა კონგრესს 45 დღე აქვს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირებისთვის. „კუბის მთავრობა მიესალმება აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კუბის ამოშლის თაობაზე სიიდან, რომელშიც ის უსამართლოდ შეიტანეს. პირიქით, ჩვენი ქვეყანა გახდა ტერორიზმის მსხვერპლი, რომელის შედეგად 3 400-ზე მეტი კუბის მოქალაქე დაიღუპა“, – ნათქვამია კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები