ალექსეი ნავალნის თანამოაზრეს ნახატის ქურდობაში ადანაშაულებენ
რუსეთის ქალაქ ვლადიმერის სასამართლომ ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კოლეგა გიორგი ალბურივი ნახატის „ცუდი და კარგი ადამიანის“ ქურდობაში დამნაშავედ ცნო. ალბუროვს 240 საათიანი გამოსასწორებელი სამუშაოები მიუსაჯეს. პროკურატურა მისთვის 3 წლიან პირობით სასჯელს ითხოვდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეს ნახატი გამოფენილი იყო ვლადიმერის ერთ-ერთი ქუჩის ღობეზე, საიდანაც ის გაიტაცეს. მოგვიანებით ის ალექსეი ნავალნის ბინის ჩხრეკის დროს იპოვეს. ალბუროვის გარდა ნახატის ქურდობა კიდევ ერთ პირს – ნიკიტა კულაჩენკოვს ბრალდება. მასზე ძებნაა გამოცხადებული.