უკრაინის აღმოსავლეთში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა

უკრაინის ანტოტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში დონბასში 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა.
„მოწინააღმდეგემ შეიარაღებული პროვოკაცია პრაქტიკულად ყველა მიმართულებით განახორციელა. გუშინ მან 16-ჯერ გამოიყენა 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები, ორჯერ 122 მმ ქვემეხემი და სამჯერ – ტანკები“, – განაცხადა ბრიფინგზე ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ. მისი განცხადებით, ყველაზე ძლიერი შეტაკება მოხდა მარიუპოლის და დონეცკის მიმართულებებზე, კერძოდ, დონეცკის აეროპორტის და სოფელ შიროკინოს სიახლოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები