დონეცკის აეროპორტის სიახლოვეს კვლავ ბრძოლა მიმდინარეობს
ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დონეცკის აეროპორტის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებების განახლება დააფიქსირეს. ამის შესახებ ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ერტუფრულ აბაკანმა განაცხადა.
მისი თქმით, სოფელ შიროკინოსთან საბრძოლო მოქმედებების შეჩერდა, მაგრამ დამკვირვებლებს იქ შესვლის საშუალება პრორუსმა „ბოევიკებმა“ არ მისცეს.
ეუთოს აქვს ინფორმაცია, რომ შიროკინოში ჯერ კიდევ რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც სურსათი და მედიკამენტები ჭირდება. გარდა ამისა, ეუთომ ამ ადგილას დიდი რაოდენობით აუფეთქებელი ჭურვები აღმოაჩინა.
ეუთო კვლავ მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შეასრულონ მინსკის შეთანხმებები. „იმედს ვიტოვებთ, რომ უკრიანაში ცეცხლი დიდი ხნით შეწყდება და კონფლიქტი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აღარ განახლდება“ – აცხადებს ერტუფრულ აბაკანი.