Alaska Airlines-ის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა (ვიდეო)

 

Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ს ქალაქ სიეტლიდან აფრენის შემდეგ იძულებული იყო აეროპორტში დაბრუნებულიყო მას შემდეგ, რაც სატვირთო განყოფილებიდან ყვირილის და ბრახუნის ხმა გაისმა. CNN-ის ცნობით, თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში აღმოჩნდა მუშა, რომელმაც თვითმფრინავის აფრენამდე მისი დატოვება ვერ მოასწრო. წინასწარი მონაცემებით, მუშა არ დაშავდა. მან თვითმფრინავი საკუთარი ფეხით დატოვა. ახლა ის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები