ხაკასიის ავტონომიურ რესპუბლიკაში ათასობით სახლი დაიწვა
რუსეთში, ხაკასიის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების შედეგად, 1200-ზე მეტი სახლი დაიწვა. დაიღუპა 15 და დაშავდა 500 ადამიანი, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებით, ხანძარი რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაჩნდა. მდგომარეობა ძლიერმა ქარმა გაართულა, რომელმაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.
ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, მეხანძრეები სიტუაციას აკვირდებიან, რომ ხანძრის ახალი კერები თავიდან აიცილონ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 2 ათასზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მატერიალური ზარალი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს.