ფრანგი გენერლის განცხადებით, რუსეთს უკრიანაში სამხედრო ინტერვენცია არასდროს დაუგეგმავს

საფრანგეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია არასდროს დაუგეგმავს. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის დაზვერვის უფროსმა გენერალმა ქრისტოფ გომარმა ქვეყნის ნაციონალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გენერლის თქმით, თუ რუსი სამხედროები უკრაინაში იყვნენ შემჩნეულები, ეს პეტრო პოროშენკოზე ზეწოლისთვის განხორციელებული მანევრი და არა შეიარაღებული შეჭრის მცდელობაა. მისი თქმით, აშშ-ს დაზვერვამ ნატოს მოკავშირეებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
„ნატოს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ს დაზვერვას ალიანსში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაშინ როდესაც ფრანგული დაზვერვის მონაცემებს არავინ იზიარებს. ნატოში აცხადებდნენ, რომ რუსები უკრინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებენ, მაგრამ საფრანგეთის დაზვერვის მონაცემებით, ამ მოსაზრებას არაფერი ადასტურებს“, – განაცხადა გენერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები