დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალ შეტევას ამზადებს

რუსეთი მომავალშიც აპირებს უკრაინის ტერიტორიების დაპყრობას და ამაზე მრავალი ფაქტორი მიუთითებს. The Washington Times-ის ინფორმაციით, ეს დასკვნა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯარის განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაციი საფუძველზე, ასევე დნესტრისპირეთში ჩატარებული წვრთნებით.
„რატომ არ აქტიურობს დასავლეთი პუტინის ამ აგრესიის აღსაკვეთად?“ – წერს გამოცემა. ჟურნალისტების აზრით, არსებობს რუსეთის ჯარის მიერ შეტევის განვითარების რამდენიმე მიმართულება. ერთ-ერთია მარიუპოლი, რომლის აღების შემთხვევაში უკრიანა ზღვაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პორტს დაკარგავს, ხოლო პუტინი ნოვოროსიის პროექტისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.
არის სხვა სცენარიც – შეტევა ხარკოვზე – უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქზე, სადაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მრავალი საწარმო მდებარეობს. „თუ რუსეთი ხარკოვს აიღებს, ეს აჩვენებს რა დონის ზიზღი არსებობს რუსეთის მხრიდან დასავლეთის მიმართ მისი სისუსტის გამო და რაოდენ ცოტას ნიშნავს კრემლისთვის დასავლეთის ლიდერებთან გაფორმებული შეთანხმებები“, – წერს The Washington Times-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები