„ისლამური სახელმწიფო“ 11 სექტემბრის ტერაქტის განმეორებით იმუქრება
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ 11 სექტემბრის ტერაქტის განმეორების დაპირებას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა. ეს ორგანიზაცია ისლამისტური საიტების მონიტორინგს აწარმოებს.
„ჩვენ გავიმეორებთ 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტს, გავაგზავნით ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთულ მანქანებს და თვითმკვლელ ტერორისტებს“, – ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში.
„ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული დაჯგუფებაა, რომლის საქმიანობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალულია. ამ დაჯგუგების წარმომადგენლებს არაერთი ტერაქტის მოწყობა ბრალდებათ.