დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 20-ჯერ დაიბომბა
უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა გასულ ღამეს უკრაინის ჯარის პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. დონეცკის ოლქში „ბოევიკები“ ნაღმმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ისროდნენ. ნოვოტროიცკის სიახლოვეს კი მათ უკრაინის ჯარის პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.
მოწინააღმდეგე გააქტიურდა ლუგანსკის ოლქშიც, სადაც კრიმსკის და სუხოდოლის სიახლოვეს მათ უკრაინელების პოზიციები ასევე ნაღმმტყორცნებიდან დაბომბეს. უკრაინელი სამხედროები სეპარატისტების საჰაერო დაზვერვის გააქტიურებაზეც საუბრობენ. მათ ბოლო ხნის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით 27 სადაზვერვო გაფრენა განახორციელეს.