ნიკიტა მიხალკოვი და ანდრეი კონჩალოვსკი რუსეთში McDonalds-ის კონკურენტი ქსელის შექმნას გეგმავენ

ცნობილმა რუსმა რეჟისორებმა ნიკიტა მიხალკოვმა და ანდრეი კონჩალოვსკიმ რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, რომ მათ რუსული „ფასტფუდის“ შექმნისთვის მატერიალური დახმარება აღმოუჩინოს. კერძოდ, მიხალკოვი და კონჩალოვსკი სწრაფი კვების ობიექტების, სახელწოდებით „ვიკვებებით სახლში“ შექმნისთვის 900 მილიონი რუბლის გამოყოფას ითხოვენ. ამ საკითხზე ნიკიტა მიხალკოვმა პუტინთან შეხვედრა უკვე გამართა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობამ, ამ პროექტის განვითარებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფაზე უარი განაცხადა. როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერთან არკადი დვორკოვიჩთან ამ საკითხზე გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი, პროექტი სახელმწიფო დაფინანსებას არ მიიღებს, თუმცა რეჟისორებს კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიის მიღებას დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები