დონეცკისა და ლუგანსკის „ბოევიკებს“ იმდენივე ტანკი აქვთ, რამდენიც გერმანიის, საფრანგეთისა და ჩეხეთის ჯარებს ერთად აღებული
2015 წლის 8 აპრილის მონაცემებით, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებაში შედის 700-დე ტანკი, 1,1 ათასი ჯავშანმანქანა, 600 საარტილერიო დანადგარი და 380 რეაქტიული სისტემა. ეს მონაცემები ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვალენტინ ფედიჩევმა გამოაქვეყნა. რუსეთიდან შემოსული სამხედრო არსენალი შეიძლება ევროპულ სახელმწიფოებსაც კი შეშურდეთ. ასე, მაგალითად, ბალტიის სამი ქვეყნის შეიარაღებაში მხოლოდ 3 ტანკია, ესპანეთისა და ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებში ზალპური ცეცხლის არცერთი რეაქტიული სისტემა არ არის. პოლონეთი ამ სისტემებით სეპარატისტებს 2,3-ჯერ ჩამორჩება. ასეთია დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა. ტანკების რაოდენობით სეპარატისტები ერთად აღებულ საფრანგეთს, გერმანიას და ჩეხეთს უტოლდებიან.