ოდესაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავეს
უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმოამდგენლებმა ოდესაში დივერსიული ჯგუფის წევრები დააკავეს. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, დაჯგუფების წევრები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას და „ოდესის სახალხო რესპოუბლიკის“ შექმნას გეგმავდნენ. დაჯგუფებიის წევრები აპირებდნენ ოლქის სამხრეთის ჩამოშორებას ხიდების აფეთქების გზით. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ასევე „ნოვოროსიის“ და „ოდესის სახალხო რესპუბლიკის“ დროშები. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ამ ჯგუფში კილერიც შედიოდა, რომელსაც ოდესის ოლქის ოფიციალური პირები უნდა დაეხოცა.