ჰაიტიზე გემის ჩაძირვას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ჰაიტელი ლტოლვილების გემის ჩაძირვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. როგორც ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განაცხადეს, ამ გემზე ლტოლვილები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტეს. ისინი ზღვაში ხუთშაბათს გავიდნენ და გეზი პროვიდენსიალესის კუნძულებისკენ აიღეს. შტორმის გამო მათ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ ხმელეთამდე ვეღარ მიაღწიეს. რამდენიმე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები