ტორნადომ აშშ-ს ქალაქი რაშელი დაანგრია და ჩიკაგოსკენ მიემართება

ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა აშშ-ს შტატ ილინოისში მომხდარი ტორნადოს გამო. სტიქიამ პატარა ქალაქ რაშელში 50 სახლი მთლიანად დაანგრია. ზოგიერთ რაიონში ნანგრევებმა გზებზე მოძრაობა გადაკეტეს. მეტეოროლოგებმა ტორნადოს უკვე უწოდეს ყველაზე ძლიერი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამჟამად ის ჩიკაგოსკენ მიემართება. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები