მინდია ჯანელიძე: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპელემენტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპელემენტაციის პროცესში არანაირი პრობლემა არ არის და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, წელს როგორც ეს დეკლარირებული იყო, გვექნება ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. „როგორც დეკლარირებული გვაქვს, წელს გვექნება ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, თუმცა ამ ცენტრის ინფრასტრუქტურულ, მატერიალურ – ტექნიკურ განვითარებაზე მუშაობა შემდეგომ წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ წელს ეს ცენტრი უკვე გვექნება “,-აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები