ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომა მიმდინარეობს

ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არაწევრი მოსამართლეებიც ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი 8 საკითხს მოიცავს, თუმცა ეს თემები მოსამართლეთა კორპუსში რაიმე საორგანიზაციო ცვლილებებს არ უკავშირდება. როგორც სხდომის მონაწილეები ამბობენ, შეხვედრა არის გაცნობითი ხასიათის და ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომების სტატისტიკის შესწავლა მისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ისევე როგორც, იმის დადგენა, გადაცდომებზე რეაგირება მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით რამდენად სამართლიანად ხდებოდა.
“ჩემი პირველი პრიორიტეტი არის დისციპლინური სამართალწარმოების გააქტიურება საბჭოში. მე დღესაც მოვუწოდე შესაბამისი სამსახურის უფროსს, რომ ყველა ის სტატისტიკა, ყველა ის შემოსული საჩივარი ან განცხადება, რომელიც დისციპლინური წარმოების საკითხებს დაუკავშირდება, იქნება დეტალურად შესაწავლილი და გაანალიზებული, არა მხოლოდ ჩემ მიერ, არამედ საბჭოს წევრების მიერ. მე განვაცხადებ ხმამაღლა, რომ დისციპლინური წარმოება განვითარდება ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები