გარემოს დაცვის მინისტრი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც ცნობილია, განცხადებას ხოკრიშვილი 15:00 საათზე გააკეთებს. ბრიფინგის თემა ლაგოდეხში გუშინ მომხდარი ფაქტია. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სულამანიძეს ავტომანქანის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს და წერილი დაუტოვეს, სადაც წერია: “აქედან წადი, თორემ მოგკლავთ!”.
სულამანაძის განცხადებით, ხელყუმბარა ნახევრად საბრძოლო მდგომარეობაში იყო.
როგორც ნაკრძალის დირექტორი ამბობს, მანქანაში ხელყუმბარის არსებობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც მანქანით გადაადგილებისას საბარგულში ჩადებულმა ხელყუმბარამ მოძრაობა დაიწყო და ხმაური გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები