ვიქტორ დოლიძე ევრონესტის თანაპრეზიდენტად აირჩიეს

პარლამენტის წევრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ევრონესტის თანაპრეზიდენტად აირჩიეს,- ამის შესახებ დოლიძემ დღეს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. ევრონესტი აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტს წარმოადგენს, სადაც 120 დეპუტატია გაწევრიანებული, აქედან 60 ევროპარლამენტარია, 60 კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
„საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა და ბელორუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არიან და, შესაბამისად, ათ – ათი დეპუტატით არიან წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეაში. პირველად ჩვენს ისტორიაში საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, მისი თანაპრეზიდენტობა გვერგო საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ არა ჩემი, ან პარტიული, არამედ ქვეყნის წარმატებაა. არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ერევანში მიღებული გადაწყვეტილება ჩემი არჩევის თაობაზე გავამართლო და საერთაშორისო ასპარეზზე ყველა ბერკეტი გამოვიყენო, რათა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინტერესები გავატაროთ. მე მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ტარასუკს, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი იყო. სწორედ მან წამოაყენა ჩემი კანდიდატურა და ასევე ევროაპრალამენტარებს, რომლებმაც ერთსულოვნად დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას მხარი“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები