თეა წულუკიანი პრეზიდენტთან მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გუშინდელ მოხსენებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტთან აუცილებელია უფრო მეტი კონტაქტი, მათ შორის, მანამდე, სანამ გაკეთდება განცხადებები და შეფასებები.
“ეს ალბათ პრეზიდენტის ხარვეზიც არის და ჩვენი ხარვეზიც, რომ როგორც ჩანს, ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი არარსებობა პრეზიდენტს აკეთებინებს ისეთ კომენტარებს, რომელიც მინისტრებს მოგვეჩვენა, რომ არის ან მოძველებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, ან უსაფუძვლო. მაგალითად, ახალი მიგრაციის პოლიტიკაზე პრეზიდენტის მიერ ითქვა, რომ ეს არის ელემენტარული შეცდომა. ელემენტარული შეცდომა ვერ იქნება ახალი საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც დაინერგა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები