გიორგი მარგველაშვილი: შს მინისტრის პოლიტიკური ალღოთი კმაყოფილი ვარ

ახალი შს მინისტრის პოლიტიკური ალღოთი კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული 21 მარტის აქციის შეფასებისას განაცხადა.
“მე ახალი შს მინისტრის პოლიტიკური ალღოთი ვარ კმაყოფილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ ჩატარდებოდა 21 მარტის მიტინგი. იმიტომ, რომ ეს არის ჯერ კიდევ პოლარიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის სტანდარტების დანერგვა. როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აქციას გეგმავდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა შს მინისტრმა, როდესაც ის შეხვდა ორგანიზატორებს, ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე და დეტალურად გაიარა მიტინგის თანამედროვე დასავლურ სტანდარტებზე ჩატარების გეგმა. მე ვფიქრობ, რომ 21 მარტს, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ნამდვილად ევროპული პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო იდგა თავის ადგილას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები