გია ვოლსკი: ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული და არა მეხოტბე მედია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის მიერ გაკეთებული სააქმეების შესახებ პროპაგანდა სუსტია და ინფორმაცია საზოგადოებამდე არ მიდის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი გამოეხმაურა. უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს ზედმეტი პროპაგანდა არ სჭირდება.
„მუდმივად გვახსენებენ, რომ თურმე პროპაგანდა არ გვივარგა, თუმცა ისიც გვახსოვს, როგორ იწონებდა თავს წინა ხელისუფალი სახანძრო მანქანიდან გამოშვებულ წყლის ონკანთან, ან როგორ ხსნიდა ხშირად სხვისი სახსრებით აგებულ შენობებს. როგორ მოვიქცეთ, ტელეკამერების წინ მადლობები ვახდევინოთ ადამიანებს, ვისაც გავუკეთეთ ის, რაც ხელისუფლებამ ისედაც უნდა გააკეთოს?“ – განაცხადა ვოლსკიმ. მისივე თქმით, ხელისუფლებას კრიტიკული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მედია სჭირდება.
„საზოგადოებას, მართლაც, აღელვებს მედიასაშუალებების ინდიფერენტულობა პოზიტიური პროცესებისადმი. რასაკვირველია, შესამჩნევია გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებზე აგებული ტენდენციებიც, ამას ვერ დავმალავთ, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და არა მეხოტბე მედია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები