თინა ხიდაშელმა პარლამენტში დღეს არსებულ “ცარიელ სკამებზე” ისაუბრა

მოველი, რომ პრეზიდენტი მოახერხებს, პრემიერთან უფრო ეფექტიანი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში მომავალ წელს აქ აღარ იყოს ცარიელი სკამები, – ამის შესახებ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე მთავრობის წევრების არდასწრების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს საკითხი პრეზიდენტის მოსაგვარებელია.
„მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თვალში ცუდად ხვდება ცარიელი სკამები და მეც ნამდვილად ვეკუთვი იმ ადამიანებს, ვისაც თვალში ხვდება ეს ცარიელი სკამები. მე მოველი, რომ ბატონი პრეზიდენტი მოახერხებს, საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის ლიდერთან, პრემიერთან უფრო ეფექტიანი და შედეგიანი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში მომავალ წელს აქ აღარ იყოს ცარიელი სკამები. საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, ამას როგორ მოახერხებს ქვეყნის პრეზიდენტი. მოსახლეობას სჭირდება შედეგები და ეს არჩევანი და საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელია“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები