თინა ხიდაშელი: ერთი – ორი გამონაკლისის გარდა, შემიძლია ხელი მოვაწერო პრეზიდენტის მთელს გამოსვლას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა სწორ აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან კმაყოფილი ვარ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით. ვფიქრობ, პრაქტიკულად ყველა თემაზე, რაც დღეს საზოგადოების დღის წესრიგშია, რაზეც ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში კითხვები აქვთ, ან სურთ, რომ მოისმინონ მათი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლისგან აზრი. მათ მიიღეს მკვეთრი ნათელი ხედვა. მე ვისურვებდი, ცოტა მეტი შემოთავაზებები ყოფილიყოს პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა ეს არჩევანია, რა თქმა უნდა. ერთი- ორი გამონაკლისის გარდა, და ამას ჩემს მოხსენებაში ვიტყვი, შემიძლია ხელი მოვაწერო პრეზიდენტის მთელს გამოსვლას. ეს იყო ერთიანი გუნდის ღირსეული წამრომადგენლის გამოსვლა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები