თურქეთი დენის გარეშე დარჩა

თითქმის მთელი თურქეთი დენის გარეშე დარჩა. ათობით ქალაქი და პროვინცია პარალიზებულია – სტამბოლსა და ანკარაში მეტროსა და ტრამვაის მუშაობა გაჩერდა. შეწყდა ასევე მუშაობა ქარხნებში და ოფისებში. სტამბოლში შუქნიშნების გათიშვის გამო ქუჩებში უზარმაზარი საცობებია.
თურქეთის ელექტროენერგიის კომპანიაში ამბობენ, რომ 15 წლის განმავლობაში ასეთი უმსხვილესი ავარია თურქეთის ტერიტორიაზე არ მომხდარა. უწყებაში მიაჩნიათ, რომ დენის გამორთვა თურქეთისა და ევროპის დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. ელექტრომომარაგების აღდგენას რამდენიმე საათი დასჭირდება. ექსპერტები არკვევენ, იყო თუ არა დენის გამორთვა ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული, თუ ადგილი აქვს კიბერშეტევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები