"ნაცისტებო"! სადაა თქვენი გასახლეჩი და დასანგრევი ქვეყანა“

  მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისში მაიდანს ვერ მოაწყობენ, რადგან ამის საშუალებას თბილისელები არ მისცემენ. ინაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დრო დასრულდა და ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოში უკრაინის მოვლენები განმეორდეს.
“ნაცისტებო”, ერთი ჰალსტუხიჭამია, მშიშარა პრეზიდენტი გყავდათ. ახლაც შიშია უკრაინაში მისი მგზნებარე გამოსვლების მიზეზი. თავს იცავს. ბოლომდე ძვრება, სადაც ხვრელს პოულობს, რომ არ დაიჭირონ და არ გაასამართლონ. “დემოკრატს” თამაშობს კაცი, რომელმაც ქვეყანა ცხედრებითა და პატიმრებით გაავსო. სხვის მიწას და თავისუფლებას იცავს გიჟი, რომელმაც საკუთარი მტერს ჩააბარა, ხოლო ჩაბარების წინ გვარიანად ჭამა.
ამაოდ გაქვთ საქართველოში უკრაინის მოწყობის იმედი. დაიწყებთ და ყველა სათითაოდ მიიღებთ პასუხს. პოლიტიკურ საფლავებამდე მიგაცილებთ და დაგმარხავთ. ეს იქნება ჩვენი პასუხი თქვენთვისაც და ახლებისთვისაც, რომლებსაც ნება არ ეყოთ, რომ ქვეყანაში სამართალს ეზეიმა… და დამნაშავეები დასჯილიყვნენ… რომლებიც სხვადასხვა ლობისტების მიერ მოფიქრებულ ფორმულებს დაემორჩილნენ: კოჰაბიტაციას, თუ წარსულის დავიწყების იდიოტურ თეორიას… საქართველოს პრემიერი უნდა იყოს საქართველოში და დაიცვას საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს საქართველოში და დაიცვას საქართველო! საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილიც აქაა, როცა სხვაგან მისი საჭიროება არ არის.
ვერც სააკაშვილს დაიცავს უკრაინაში მოხსნილი ვაგონივით ბზრიალი და ვერც თქვენ მოაწყობთ “მეიდანს” თბილისში. გამოვა ეს თბილისი და თავ-ყბას დაგახევთ. სადაა თქვენი გასახლეჩი და დასანგრევი ქვეყანა. 10 წელი ანგრევდით. მორჩა! შეეგუეთ, რომ დამთავრდით“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი.

1978000_714740325215130_1066592123_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები