ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ხათუნა ცხადაძესთან შეხვედრა გაიმართება

2 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს ხათუნა ცხადაძეს, რომელმაც სხვადასხვა დროს თარგმნა: უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ და „პრაღის სასაფლაო“, უმბერტო ეკოსა და კარლო მარია მარტინის „რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“, ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“ და სხვა.
უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი ფინალისტი რომანია, რომელიც ხათუნა ცხადაძემ 2011 წელს თარგმნა. რომანი „დიოგენემ“ გამოსცა. მომხსენებელი ავტორის, რომანის და თარგმნის პროცესის შესახებ ისაუბრებს. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები