ვუჩიჩის თქმით, „მშვიდობის საბჭომ“ ევროპა კიდევ უფრო გახლიჩა

აშშ-ის პრეზიდენტის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივამ ევროპა კიდევ უფრო გახლიჩა, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ მონაწილეობაზე უარი თქვა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

„„მშვიდობის საბჭომ“, ​​უპირველეს ყოვლისა, კიდევ უფრო გაყო ევროპა და ევროკავშირის ქვეყნები ძირითადად ან არ მონაწილეობენ, ან ჯერ არ გამოუთქვამთ საკუთარი აზრი ამის შესახებ… ზოგი ამბობს, რომ ეს გაეროს პარალელური ორგანოა, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ და არც მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყოს. ჩინეთმა უბრალოდ აღიარა მოწვევა, ხოლო საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია არ მონაწილეობენ. ვნახოთ, რა მიზნებს ისახავს საბჭოს“, – თქვა ვუჩიჩმა სერბ ჟურნალისტებთან დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები