ლალი ბადურაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასაც ყველა ხელს მოვაწერთ

მსახიობი ლალი ბადურაშვილი ინიციატივით გამოდის და მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების თაობაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს – ამის შესახებ ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციის დახმარებით მოსახლეობას მიმართავს.
„ხალხო, „ნაციონალების“ ლიდერები თავს არაფერზე შეიწუხებენ, მაქსიმალურად გამოგვიყენებენ და რატომ და ვის გამო უნდა დაიღუპოთ?! იმპიჩმენტი გამოვუცხადოთ სწორედ ამ უმცირესობას, რომელიც სიტუაციას რევს. „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასაც ყველა ხელს მოვაწერთ. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, ასე რთულია ამის გაკეთება. ქუჩაში რომ მოვდივარ, დამიჯერეთ, ხალხი მლოცავს, პრესითა და ტელევიზიით ჩვენს სათქმელს ამბობო. „იმედზე“ გამოსვლის შემდეგ, კახი ასათიანის ცოლმა და მაკა ასათიანის დედამ, ულამაზესმა ლუიზა ასათიანმა დამირეკა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში არასოდეს გარეულა, მითხრა, ლალი ისე გლოცავ, როგორც ადრე სოფლებში მოხუცები ახალგაზრდებს ლოცავდნენო“, – ამბობს ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები