რას აცხადებს მოკლული ბესიკ ხარძიანის შვილი მამის მკვლელობასთან დაკავშირებით?

მალე გამოჩნდება, ვინ იყო მამაჩემის მტერი და ვინ – მოყვარე. გეკითხებით, მერამდენე ადამიანს კლავენ საქართველოში და დღემდე რატომ არავინ აგებს პასუხს?! უკან არაფერზე დავიხევ, – აღნიშნული განცხადება ბესიკ ხარძიანის შვილმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში გააკეთა. მისი განცხადებით, მამის მკვლელობის გამოძიებას ის პირადად გეგმავს.
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მამაჩემმა სამართალი ვერ იპოვა, მე კი სამართალს აუცილებლად ვიპოვი, ამას ყველას ვპირდები. ახლა არაფერს ვიტყვი, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის საქმეს პირადად გამოვიძიებ. საერთოდ, მსგავსი ფაქტები მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ წლებია, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხელისუფლებაში სახეები იცვლებიან, მმართველობის სტილი კი არ იცვლება. 90-იანი წლებიდან ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ – მოქალაქეები მუდმივად სამართალს ვითხოვთ… გია უდესიანის შესახებ მსმენია, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მალე გამოჩნდება, ვინ იყო მამაჩემის მტერი და ვინ – მოყვარე. გეკითხებით, მერამდენე ადამიანს კლავენ საქართველოში და დღემდე რატომ არავინ აგებს პასუხს?! უკან არაფერზე დავიხევ. საერთოდ, თუ სახელმწიფო თვალს გაახელს, კარგი იქნება, თორემ იცოდეთ, საქართველოში მე ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ,“ – აცხადებს ხარძიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები