„გოგა ხაჩიძემ ხარძიანის მკვლელობა 21 მარტის ნაცაქციაზე დააანონსა“

„გოგა ხაჩიძემ ხარძიანის მკვლელობა 21 მარტის ნაცაქციაზე დააანონსა“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, 21 მარტს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციიის მონაწილეებს შორის, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძეც იმყოფებოდა, რომელსაც მაისურზე წარწერა „DREAM KILLER’’ ჰქონდა აღნიშნული, რაც „ოცნების მკვლელს“ გულისხმობს.
„დიახ, გოგა ხაჩიძე, მისი მოკლე ჭკუით, ისტორიული მომენტი“ მაისურ – პლაკატით პოზიორობდა 21 მარტის ნაცაქციაზე! მოკლედ, ნაცი გოგა ხაჩიძე „ოცნების ხელისუფლებას“ კი არა, სრულიად არანაც საქართველოს დაემუქრა, ჩვენ თქვენი ოცნებების მკვლელები ვართო! და თუ ნაცების ცხრაწლიან სისხლიან მმართველობას გავიხსენებთ, რაში და მკვლელობაში ეს სატანის მოციქულები და მაჯლაჯუნები მართლაც დახელოვნებულები არიან! და აი, ზუსტად ერთი კვირის თავზე დაქირავებულმა მკვლელმა საკუთარ სადარბაზოსთან ჩაცხრილა ბიზნესმენი ბესო ხარძიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს მისთვის წართმეული ქონების დასაბრუნებლად, უკვე წლებია იბრძოდა! “ – წერს „ასავალ-დასავალი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები