დავით თევზაძე: მთელი ჩემი ცხოვრება შეცდომა იყო…

„არ ვიცი, როგორ ჩანს გარედან ჩემი ცხოვრება, მაგრამ შესაძლებელია ითქვას, მთელი ჩემი ცხოვრება იყო შეცდომა…” – ამბობს თავდაცვის ექს-მინისტრი დავით თევზაძე მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა” და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში „რეპორტიორის თვალით…”
„როდესაც წარვსდგები უმაღლეს სამსჯავროზე და იქ ამიხსნიან, რომ ეს იყო ცოდვა და ეს არ უნდა გექნა, დავით… ერთმა მკითხა – თავიდან რომ იწყებდე ცხოვრებასო… თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაინც იმავეს გავაკეთებდი, მე ეს მერგო და ეს იყო ამ ცხოვრებაში ჩემი სატარებელი. იმ ცხოვრებაში რა იქნება, არავინ იცის და ამაზე არც ვფიქრობ. შესაძლოა, ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ პირადი არაფერი ყოფილა, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე მას ვმტრობდი და ახლა ეკრანზე მიყურებს, იცოდეს, რომ არაფერი მსგავსი არ იყო. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რასაც მე ვაკეთებ, ეს ჩემს ქვეყანას არგია,”- ამბობს თევზაძე.
კითხვაზე, ნანობს თუ არა ის რამეს, ექსმისნიტრი პასუხობს: „მე? არა… როგორ შეიძლება, ვნანობდე… რას მიზამს… შეიძლება, რამე მოვინანიო, ვნანობ- არაფერს…”

წყარო: “რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები