ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ექსპერტს – ედ მელკერტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ექსპერტს, ედ მელკერტს შეხვდა. შეხვედრა დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ედ მელკერტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გაწეული კონსულტაციებისთვის, რომლის მიზანიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტი კოორდინაციისა და მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისთვის გატარებული რეფორმები იყო. ედ მელკერტი არის ჰოლანდიის სოციალურ საკითხთა და დასაქმების ყოფილი მინისტრი; სხვადასხვა დროს იგი იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის ასოცირებული ადმინისტრატორი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ერაყში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები