პრეზიდენტის მოხსენებას თამარ ბერუჩაშვილი, დავით ბაქრაძე და პაატა ზაქარეიშვილი არ დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას, რომელიც პარლამენტში 31 მარტს გაიმართება, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ დაესწრებიან, რადგანაც ისინი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრებიან.
“პარლამენტში, როგორც ჩანს, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერ წავალ, რადგან საქართველოში არ ვიქნები. წესით მოწვეულია არა მინისტრი, არამედ მინისტრთა კაბინეტი? პარლამენტმა მე ხომ არ დამამტკიცა, დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი და მე როგორც კაბინეტის წევრი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რამდენადაც მედიისთვის გახდა ცნობილი, სახელმწიფო მინისტრის ბერუჩაშვილისა და ბაქრაძის ბრიუსელში გამგზავრება ორი თვით ადრე იყო შეთანხმებული. მთავრობის სხვა წევრებს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები