ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში ძალიან ბევრი იდეა არსებობს, რომელიც განხორციელების პროცესშია

საქართველო სულ უფრო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა გახდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში ძალიან ბევრი იდეა არსებობს, რომელიც განხორციელების პროცესშია.
“ძალიან ბევრი იდეა არსებობს, რომელიც განხორციელების პროცესშია. ეს იმედს აძლევს მოქალაქეებს, რომ საქართველო სულ უფრო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა გახდება, ეს იქნება ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ გარემოს. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის ურყევი ნებაა, განახორციელოს დასახული გეგმები და მიაღწიოს მიზნებს. ამისათვის ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რათა საქართველო გახდეს ევროპული, მზარდი და სოციალურად მდგრადი სახელმწიფო. ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო მზადებაში ახალი, მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით. 2015 წლის შემდეგ სწორედ მდგრადი განვითარების მიზნები იქნება როგორც გლობალური, ისე ეროვნული დღის წესრიგის განმსაზღვრელი. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას, რომელიც საგარეო დახმარების ეფექტიანობის ნათელი მაგალითია, რაც სიკეთეს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები