“ახალი ფრაქციის შექმნა პოლიტიკურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და არა დამატებით კომფორტს”

მურმან დუმბაძის მიერ „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ფოფხაძის განმარტებით, ახალი ფრაქციის შექმნა კატასტროფა არ არის, თუმცა თუკი ადამიანს დამატებითი კომფორტი არ სურს, ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს.
„არ მივესალმები კიდევ ფრაქციებად ჩვენს დაყოფას. ფრაქციები კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. იმიტომ კი არ უნდა ყალიბდებოდეს, რომ დამატებითი აპარატი შეიქმნას, დამატებითი ხელფასი გაიცეს და დამატებით მანქანა ემსახურებოდეს. ჩვენ თუ გვინდა პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი კონსოლიდაცია, ამას დამატებითი ფრაქციები არ სჭირდება. ჩვენს ოპონენტებს უნდათ, კოალიცია მრავალსეგმენტიანი, დაშლილი იყოს. კატასტროფა არც დამატებითი ფრაქციის შექმნაში არ არის, მაგრამ ამას დამატებითი კომფორტის გარდა სხვა მიზეზი არ ექნება“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები