„მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ პიარის ნაწილია“
„მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკისა და პიარის ნაწილია“ ,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ფოფხაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ობიექტური წინაპირობები აქვს და ის მთავრობის გადაყენებით არ გადაწყდება.
„ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალია ჰყავდა, გიორგი კვირიკაშვილს და მის ეკონომიკურ გუნდს არ უნდა უყურებდეს, როგორც პრობლემების მიზეზს. ამ მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდობლობის ღირსი არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ობიექტურად არსებულ პრობლემებს პოლიტიკური მიმართულება მისცეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს თემა აიტაცა იმიტომ, რომ თავის მომხრებს დამატებითი სტიმული მისცეს და ილუზია შეუქმნას, რომ შესაძლებელია დაიბრუნონ ხელისუფლება. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც წონა შეინარჩუნონ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.