საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომანის საკონსულოს ვებგვერდზე მომხდარ ხარვეზთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომანის რესპუბლიკის საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ წარმოდგენილნი, მუშაობა უკვე დაიწყო.
როგორც “კვირას” სამინისტროში განუცხადეს, მოკვლევა უკვე დაწყებულია, მომხდარი ფაქტი კი დიდი ალბათობით ტექნიკური ხარვეზი იყო, რადგან საქართველოსა და ომანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს. “იმედია, ეს ტექნიკური ხარვეზი მალე გამოსწორდება. ომანის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა დადასტურებული აქვს”,- განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები