მურმან დუმბაძე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზებს განმარტავს

პარლამენტის ვიცე -სპიკერმა მურმან დუმბაძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზები და უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო აუცილებელი პროცედურები განმარტა.
მისი თქმით, საკითხი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო პარლამენტში, კონსტიტუციურად რთული პროცედურაა. დუმბაძის განცხადებით, უნდობლობის პროცესის აღძვრის დასაწყებად საქართველოს პარლამენტის 2/5 საჭირო.
„პარლამენტის 2/5 არის 60 ადამიანი. ამ პროცედურის აღძვრის დასაბუთებას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 75 ადამიანი სჭირდება. შემდეგ უკვე პრეზიდენტისთვის პრემიერის ახალი კანდიდატურის შეთავაზება უნდა მოხდეს, ხოლო თუ პრეზიდენტი არ ადასტურებს მას, შემდეგ უკვე 90-კაციანი ხელმოწერა სჭირდება. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული პროცედურა შედეგით დასრულდეს, მაგრამ აქ მთავარი შედეგი კი არა, პოზიციის გამოხატვაა.
მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ საქართველოს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობები უკიდურესად არაეფექტურია. ამიტომაც ვუერთდები ამ ინიციატივას. ქვეყნაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, დოლარის კურსი ყოველდღე მატულობს. საქართველოს დღევანდელი მთავრობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც წაუყენა მას მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრამდე. დღევანდელი მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები