24 მარტი

10:30-ზე უფლებადამცველები – ალექსანდრე ახალკაცი და მამუკა ტუსკაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენს. თემა: ხაშურში მდებარე ისტორიული ძეგლის – თავად ვაზირიშვილების სახლი, რომელსაც კულტურის სამინისტრო სტატუსს არ ანიჭებს, განათლების სამინისტრო კი მის დემონტაჟს ითხოვს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00-ზე პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე და „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემები: მთავრობის უნდობლობა; ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევა და ბრძოლა სასამართლოში; ავბთო ბერიძის გადაყენების პროცედურები; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:30-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
10:00
“რედისონში”, თბილისის მერიის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობები” გაიმართება. საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი 595 52 11 52
10:00
NEW
ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიალი გაიმართება. ცერემონიალს ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნორმან ქულინგი დაესწრება.
10:00
NEW
სასტუმრო „ამბსადორში“, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით, მოსამართლეებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლებების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
10:00
NEW
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში, ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“ გაიხსნება.

11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: C ჰეპატიტის მკურნალობის მართვა.
11:00
„რედისონში“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით საჯარო დებატები „ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე: განხორციელება და მონიტორინგი“ გაიმართება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი და უფროსი ანალიტიკოსი მიშა კუკავა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის უკვე მეოთხე მონაცემს აქვეყნებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:00
NEW
“რედისონში” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ანგარიშს „პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულება საქართველოში“ წარმოადგენს.

11:00
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან ოლემიკ ტომესენთან შეხვედრას გამართავს. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა კიკნაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის განკარგულებების ბათილად ცნობაზე უარი თქვა. მისამართი: იოსებიძის #57, I სართ. საკონტაქტო პირი: ჯაბა სირაბიძე 568 44 44 01
11:00
NEW
“თბილისი რუმსში” PostEurope-ს 2015 წლის საერთაშორისო ფორუმს საქართველოს ფოსტა უმასპინძლობს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
NEW
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოებენ.
E1

NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზის წინ.
14:00
საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძისა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრები ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ აქციაში – “სიცოცხლის ხე ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ მონაწილეობას მიიღებენ. მისამართი: მარუაშვილის ქ. 50. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
14:00
NEW
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი მემორანდუმს გააფორმებენ. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 25, სდასუ-ს საკონფერენციო დარბაზი.
15:00
NEW
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში ნიკოლოზ მაღალდაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდება და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავს.

15:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
17:00
NEW
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში ნიკოლოზ მაღალდაძე, ლაგოდეხში, კინოთეატრ „სინემას“ დარბაზში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდება და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავს. საკონტაქტო პირი: ლიკა ჯურხაძე 555 557 552
27 მარტი
13:00
NEW
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თამარ მეფის კუთვნილ ეგრეთ წოდებულ “ვანის ოთხთავს“ ახალი, რესტავრირებული ყდით წარმოადგენს. საკონტაქტო პირი: თამარ კაკუბავა 577 200 703; მისამართი: ალექსიძის 1/3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები