არსებობს თუ არა აკაკი მინაშვილზე ფარული ვიდეომასალა?!

სასჯელაღსრულების ქუთაისის N2 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ლაშა შავიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკო მინაშვილის წინააღმდეგ სკანდალურ ინფორმაციაზე საუბრობს. როგორც პატიმარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, არსებობს ვიდეომასალა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არის გადაღებული და აკაკი მინაშვილის პირად ცხოვრებაზე მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალას შეიცავს. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს დღევანდელ ნომერში პატიმრის სატელეფონო ინტერვიუს სთავაზობს.
„აკო მინაშვილს რა აქვს სათქმელი? იცით, რატომ არის სააკაშვილის და ახალაიების ერთგული? მის პირად ცხოვრებაზეც აქვთ გადაღებული კომპრომატი და იმას ვერსად წაუვა. მე გავთავისუფლდები და დავდებ დოკუმენტებს, რითაც აკო მინაშვილი იმხილება. გლდანის ციხე საერთოდ არ არსებობდა, როცა წამების ვიდეოგადაღებით ჯალათები ქუთაისში იყვნენ დაკავებულნი. ვინმეს მოჰკითხეს ამ კადრების შესახებ? საკნიდან როცა პატიმარი გაჰყავდათ, რეჟიმის ან უსაფრთხოების თანამშრომელი კამერით მიაცილებდა და დეტალურად იღებდა, როგორ წაესეოდნენ კონტროლიორები საცემრად. შემიძლია დავასახელო კიდეც: ნუგზარ ჟორჟოლიანი, თამაზ ოტიაშვილი, დავით ნარსია, დავით ტყებუჩავა… სხვათა შორის, ნუგზარ ჟირჟოლიანმა სააკაშვილის დროსაც მოახერხა ციხეში ჩაჯდომა, რადგან გახმაურდა, 2010 წელს ახალგაზრდა პატიმარი პატარაია ხერხემალში გადატეხა და დაინვალიდდა. ის სულ მცირე ხანს იჯდა ციხეში, სააკაშვილმა შეწყალებით გამოუშვა“, – ამბობს ქუთაისის N 2 ციხეში მყოფი პატიმარი ლაშა შავიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები