ეკა ბესელია: „ნაციონალების“ პარლამენტში დაბრუნება მხოლოდ ილუზიაა

რაც არ უნდა აქციები აანონსონ და სამოქმედო გეგმები გვამცნონ, უკვე წარსულში არიან – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყების შესახებ.
როგორ ბესელია აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის იმპიჩმენტის საკითხს ვერ დააყენებს და მათი პარლამენტში დაბრუნება სრული ილუზიაა.
„ვერ შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც მთავრობის იმპიჩმენტის საკითხის რეალიზებას, ვერც დაბრუნებას ხელისუფლებაში და რაც არ უნდა აქციები აანონსონ და თავიანთი გეგმები გვამცნონ, ესენი არიან უკვე წარსულში. რიგგარეშე არჩევნების ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეშინოდეს, რადგან მათი შანსები პარლამენტში შემოსვლის არის უკვე მხოლოდ და მხოლოდ ილუზია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები