გიორგი გამსახურდია – სააკაშვილზე: 9 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა (ეს რაც ვიცით) ამ მავნებელმა კაცმა ბიუჯეტიდან თავისი პირადი კომფორტისათვის და სექტა ამას, „პიჯაკების საქმეს“ ეძახის

“9 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა (ეს რაც ვიცით) ამ მავნებელმა კაცმა ბიუჯეტიდან თავისი პირადი კომფორტისათვის და სექტა ამას, „პიჯაკების საქმეს“ ეძახის”, – ამის შესახებ ყოფილ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით, პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„9 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა (ეს რაც ვიცით) ამ მავნებელმა კაცმა ბიუჯეტიდან, თავისი პირადი კომფორტისათვის და სექტა ამას, „პიჯაკების საქმეს“ ეძახის. ამ სექტის დამკვეთებიც გარედან, რომლებიც ამ კორუფციული „სიკეთეებით“ სარგებლობდნენ, მაქსიმალურად ცდილობენ რომ გააუბრალოონ ეს თემა და იუმორში გადააქვთ. ისე თუ გავიხსენებთ, იყო დრო, რომ ასეთი შეფასებებიც ჰქონდათ, მაგრამ ახლა ასე უნდათ“, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები