მანანა კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტში პროცედურების წამოწყება სასაცილოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყების შესახებ „სასაცილოს“ უწოდებს. კობახიძის თქმით, დღესდღეობით უმრავლესობა საკმაოდ მყარია და „ნაციონალურ მოძრაობას“ აჟიოტაჟის შექმნა სურს, რასაც როგორც დეპუტატი განმარტავს, არანაირი შედეგი არ ექნება.
„მათი მხრიდან პარლამენტში პროცედურების წამოწყება სასაცილოა. კარგად დათვალონ თავისი ხმებიც და უმრავლესობაც. საკმაოდ მყარია დღეს უმრავლესობა და ეს არაერთი გადაწყვეტილების მიღებისას დადასტურდა. მათ ახლა აჟიოტაჟის და ფაციფუცის შექმნის სურვილი აქვთ, რასაც არანაირი შედეგი არ ექნება. ეს მთავრობა წავიდეს და ვანო მერაბიშვილი რომ მოვიდეს, ისინი იმ ადამიანებზე იზრუნებენ, ვისაც წლების განმავლობაში სიცოცხლე მოუსწრაფეს და აწამებდნენ?“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები