მიხეილ სააკაშვილი: დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც 2003 წელს გვამოძრავებდა

 თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან მიმართა.

„ძალიან მენატრებით და ძალიან მენატრება საქართველო, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გავა, გადავლახავ ყველა დაბრკოლებას და შევძლებ თქვენს გვერდით დავდგე და საქართველოს გადასარჩენად ბრძოლაში თქვენს გვერდით ვიყო. ჩვენ 2003 წელს ყველანი ერთად დავდექით იმისათვის, რომ საქართველო გადაგვერჩინა იმ ჯოჯოხეთიდან, რომელშიც ის იმყოფებოდა მთელი 90-იანი წლების განმავლობაში. გადაგვერჩინა უძრაობისგან, უპერსპექტივობისგან… დღეს ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა, ახალი თაობა შემოგვემატა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც 2003 წელს გვამოძრავებდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები